17 ნოემბერს საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო, სოციალურ საკითხთა და ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიებზე მოსმენილ იქნა საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების: ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლისა და ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ მიერ 9 თვეში გაწეული მუშაობის ანგარიშები. ცენტრის დირექტორების მიერ ანგარიშების წარმოდგენის შემდეგ კომისიის მიერ შესაბამისი შეფასებები მიეცა მათ მიერ გაწეულ მუშაობას.