12 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომები, სადაც მოისმინეს მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის, საფინანსო-საბიუჯეტო და შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურების მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები. კომისიების მხრიდან მერიის სამსახურების მუშაობა შეფასდა დადებითად.