10 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2016 წლის სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“. რომლის თანახმადაც მომზადდა მუნიციპალიტეტის წლიური სასწავლო გეგმა, რომელიც წარმოადგენს მოხელეების სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და ორგანიზების ძირითად დოკუმენტს, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის მოხელეთა სწავლების პრიორიტეტულ მიმართულებები, მოხელეთა რაოდენობა, აგრეთვე სწავლების ორგანიზების სხვა ძირითად საკითხებს. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.