10 თებერვალს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც ადგილობრივ ბიუჯეტში განხორციელდა შემდეგი სახის ცვლილებები: შემოსავლები გაიზარდა 2422,5 ათასი ლარით, მუხლიდან „გრანტები“, ნაშთი გაიზარდა 349,4 ათასი ლარით და საერთო ჯამში ნაშთმა შეადგინა 828,4 ათასი ლარი, რომელიც გადანაწილდა სხვადასხვა ღონისძიებების დასაფინანსებლად. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ სხდომა დახურულად გამოცხადდა.