7 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები, მათ შორის: დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ“, რომლის მიხედვითაც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის N254 დადგენილებით განისაზღვრა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების განაწილება მუნიციპალიტეტების დასახლებებისთვის დასახლებების მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით.
დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.
სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი მიულოცა ქალბატონებს და ბედნიერ დღეთა სიმრავლე უსურვა მათ.