8 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №64 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, ცვლილებების თანახმად რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ობიექტების ნუსხას დაემატა კიდევ ორი ობიექტი: შუა ხორგის, ქარიატისა და ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალსადენი სისტემის ქსელის მოწყობისა და ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულის ცენტრში სპორტული მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები. აღნიშნული საკითხი საკრებულოს წევრების მხრიდან ერთხმად იქნა მხარდაჭერილი საკითხის განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.