ავღნიშნავთ, რომ წარმოდგენილი დადგენილების პროექტის განმარტებით ბარათში არ არის მოცემული სრული და დეტალური ინფორმაცია ბიუჯეტში დაგეგმილი და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. აუცილებელია განმარტებითი ბარათის სრულყოფილად წარმოდგენა. დადგენილების პროექტით გარკვეულწილად შეინიშნება რამოდენიმე ა(ა)იპ-ში სახელფასო განაკვეთების ზრდა. კომისიის რეკომენდაციით კიდევ ერთხელ მოხდეს აღნიშნული საკითხის შესწავლა და თანხები გადანაწილდეს თანამდებობებზე პროპორციულად. ბიუჯეტის პროექტში ასევე აღნიშნულია სატელეფონო ბარათების შეძენის ხარჯები ცალკეულ ა(ა)იპ-ში. ამ შემთხვევაში კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ბარათების ნაცვლად მოხდეს ლიმიტების განსაზღვრა კორპორაციულ ნომრებზე მერიის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით. რაც შეეხება 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით საკრებულოსთვის გათვალისწინებულ ასიგნებებს, აუცილებელია მოხდეს მუხლის "ოფისის ხარჯების" ასიგნებების გაზრდა 1500 ლარის ოდენობით, რაც განპირობებულია იმით, რომ საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხმის გამაძლიერებელი გამოსულია მწყობრიდან და საჭიროა ახალი აპარატურის შეძენა. დადგენილების პროექტი სხვა მხრივ ძირითადად აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია კომისიის მიერ შემუშავებული წინადადებები და შენიშვნები გადაეგზავნოს მუნიციპალიტეტის მერიას პროექტის რედაქტირებისათვის.