18 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეების წინადადების საფუძველზე საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებს შეეცვალა სახელწოდებები, სხდომაზე განხილული საკითხები ძირითადად შეეხებოდა ამ ცვლილებებს, კერძოდ საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიას ეწოდა საპროცედურო საკითხთა კომისია; საფინანსო-სარევიზიო კომისიას - საფინანსო-საბიუჯეტო კომისია; სოციალურ საკითხთა კომისიას - განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისია; ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიას - ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისია; იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას - იურიდიულ საკითხთა კომისია.
საკრებულოს სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული საკრებულოს ფრაქციების „ქართული ოცნება - კონსერვატორებისა“ და „ქართული ოცნება - მრეწველების“ შექმნის შესახებ საკრებულოს ბიუროს 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებები მათი რეგისტრაციის თაობაზე.
ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.