2 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. რიგგარეშე სხდომაზე განხილულ დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი, დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის N67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახულ იქნა 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით არსებული ნაშთი 168.5 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა მიიმართა სხვადასხა ღონისძიებების დასაფინანსებლად კერძოდ: „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, ექსპლუატაციაზე“, ასევე „კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების“ ასიგნებებზე. 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა შეადგენა 10669,9 ათას ლარს. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.