9 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს განკარგულების პროექტი „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისთვის შესაბამის საარჩევნო კომისიებს დროებით, უსასყიდლოდ გადაეცათ ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, ასევე საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრების, კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიებისთვის გამოეყოთ ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები. დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.