2 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე.
სხდომის თავმჯდომარის განმარტებით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/5-ის მიერ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ იქნა დოდო გაბუნიას კანდიდატურა.
ფარული კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით საკრებულოს განათლების,კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დოდო გაბუნია.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.