10 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა მერის მოთხოვნით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევანქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბუკიოს უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“ , რომელიც ითვალისწინებს ხობის მუწიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმიწისტრაციული ერთეულის სოფელ საბუკიოში 3 უსახელო ქუჩისა და 3 შესახვევის არაბული ციფრებით სახელდებას, რაც უზრუნველყოფს ადმინისტრაციული მართვის გაუმჯობესებას და სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.