28 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ლიპარტია უძღვებოდა. კომისიის წევრებმა განიხილეს სამი საკითხი:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2022 წლის 27 ივლისის N50-502220827 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2022 წლის 27 ივლისის N50-502220842 წერილის განხილვა („საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №81 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე).
3. ფრაქცია “ ხობი-საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მალხაზ იოსავას ნომერი:51-51221474 თარიღი: 27/05/2022 წლის წერილის განხილვა.(ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინასებული დაბალანაზღაურებადი თანამშრომლების სახელფასო სარგოს შესაძლო მატებასთან დაკავშირებით და
ხობის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შესახებ.)
(მომხსენებელი: მალხაზ იოსავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ფრაქცია “ ხობი-საქართველოსთვის“ თავმჯდომარე).