ნდერული თანასწორობის საბჭო, გამისაზღვრა საბჭოს შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება.
შემდეგ საკითხათ განხილულ იქნა განკარგულების პროექტი ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის მუნიციპალიტეტის სახელით სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ აღნიშნულიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის გამგებელს მიეცა თანხმობა პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულის ქუჩის ცემენტობეტონით კეთილმოწყობის სამუშაოებისა და ქალაქ ხობის ქუჩების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოების განხორციელების მიზნით სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. საკრებულოზე ასევე მოსმენილ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულსო თავმჯდომარის ედიშერ ჯობავას ანგარიში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2016 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ, სადაც საკრებულს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პროექტებზე, რაც გასულ წელს წარმატებით განხორციელდა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. საკრებულოს მიერ საკრებულოს 2016 წელს გაწეული საქმიანობა ერთხმად შეფასდა დადებითად.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ სხდომა დახურულად გამოცხადდა.