18 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები.
დღევანდელ სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის თანახმად 2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით არსებული ნაშთიდან ადგილობრივ ბიუჯეტში აისახა 419,3 ათასი ლარი, რომელიც მიიმართა პრიორიტეტის - ,,ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის“ ასიგნებებზე. ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა შეადგენს 11974,1 ათას ლარს.
სხდომაზე მიღებულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ“, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა მშენებლობის ნებართვის, დასუფთავებისა და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელთა ოდენობები.
საკრებულოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100% -იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №14 დადგენილება.
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების განხორციელების პროცესში განსახორციელებელი საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, მოსახლეობის რიცხოვნობისა და ადმინისტრაციული ერთეულის გეოგრაფიული განლაგების გათვალისწინებით საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებულ მოსამსახურეთა საშტატო რიცხოვნება გაზრდა 1 ერთეულით.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.