27 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები.სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის N67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში აისახა 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით არსებული ნაშთი 84.1 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც მიემართება შემდეგი ღონისძიებების დასაფინასებლად: 69.5 ათასი ლარი - პრიორიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის ასიგნებებზე; 5,0 ათასი ლარი - პრიორიტეტის ,,კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები“ ასიგნებებზე, პრიორიტეტის ,,წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება“ ასიგნებაზე მიიმაეთება 2,5 ათასი ლარი; 7,1 ათასი ლარი - პრიორიტეტის ,, განათლება“ ასიგნებებზე. ბიუჯეტის მთლიანმა მოცულობამ და შემოსულობების გეგმამ შეადგენს 10669,9 ათას ლარს.
სხდომაზე ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“. 2017 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 8243,8 ათასი ლარით. წლის დასასრულს დაზუსტებულმა ბიუჯეტმა საშემოსავლო ნაწილში შეადგინა 11878,7 ათასი ლარი. ფაქტიურად ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 11961,7 ათასი ლარი და ბიუჯეტი შესრულებულია 100,7 %-ით. ხოლო საგასავლო ნაწილში 2017 წლის გეგმა შეადგენდა 13791,4 ათას ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ კი შეადგინა 11966,9 ათასი ლარი (86,6%).
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენელმა ბ. ნაჭყებიამ საკრებულოს წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების შესახებ, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.
საკრებულოს თავმჯდომარემ ე. ჯობავამ საკრებულოს წევრებს და აპარატის თანამშრომლებს მიულოცა მინი ფეხბურთში „ნატოს თასის“ მოპოვება და შემდგომი წარმატებები უსურვა მათ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.