27 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს განკარგულების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, რომლის თანახმადაც შპს „მაგთიკომს“ პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაეცა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული 615 ბოძი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის მიზნით. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა დადგენილების პროექტები: „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის N59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმის და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ“, რეგლამენტში ცვლილება ძირითადად შეეხება პეტიციასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკში შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილება. საკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს. დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.