30 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელშიც განხორციელდა ცვლილება „სამხედრო ვალდებულებისა დასამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, პირის სამსახურში მიღებისას აუცილებელ წარსადგენ დოკუმენტების ჩამონათვალს დაემატა სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის აუცილებლობა.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი: „ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს მფლობელის გამოსავლენი და სარეკომენდაციო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N61 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ რომლის მიხედვითაც მიზანშეწონილად ჩაითვალა ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს მფლობელის გამოსავლენი და სარეკომენდაციო კომისიის გაუქმება. სხდომის დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ ე. ჯობავამ მსოფლიო ჩემპიონატზე კრივში მიღწეული გამარჯვება მიულოცა დიტო ბუკიას და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით მადლობის სიგელი გადასცა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.