30 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერი ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: დადგენილების პროექტები: „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში იწყება რეორგანიზაცია, კერძოდ: სტრუქტურული, თანამდებობრივი და ფუნქციური ცვლილება დაიგეგმა მერიის 4 სამსახურში, რომელთაგან 3 სამსახურში განსახორციელებელი ცვლილება იწვევს მერიის და მერიის შესაბამისი სამსახურის დებულებებსა და მერიის საშტატო ნუსხაში ცვლილებას.
საკრებულოს სხდომაზე დამაკმაყოფილებლად შეფასდა ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის იანვარ - ივნისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.
სხდომაზე ასევე მოსმენილ და შეფასებულ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ, სადაც საკრებულს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პროექტებზე, რაც გასულ წელს წარმატებით განხორციელდა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. საკრებულოს მიერ საკრებულოს 2018 წელს გაწეული საქმიანობა შეფასდა დადებითად.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ სხდომა დახურულად გამოცხადდა.