30 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები.
სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ბიუჯეტის შემოსავლები გაიზარდა 1570,4 ათასი ლარით.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლისთვის ილია ქვარცხავას სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე“. საკრებულოში წარმოდგენილ იქნა სოფელ საჯიჯაოს N 2 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი , სადაც განხილულია სოფლის მკვიდრის არველოდი ნანეიშვილის ინიციატივა სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N 2 საჯარო სკოლისთვის პროფესორის, დიდი მეცნიერის ილია ქვარცხავას სახელის მინიჭების შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით სახელდებასთან დაკავშირებული ინიციატივა, სამეურვეო საბჭოს ოქმი და საკრებულოს განკარგულება სამეურვეო საბჭოს მიერ წარედგინება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.
„ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე რკინიგზის გადასასვლელებთან საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ განკარგულების შესაბამისად ქვემო ქვალონის, ნოჯიხევის და პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში რკინიგზის გადასასვლელთან დამონტაჟდება საგზაო ნიშანი 1.2 „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი“.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.