26 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული განკარგულების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 სექტემბრის N34 განკარგულების ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“, რომლის თანახმადაც უქმდება მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული უზუფრუქტის შესახებ ხელშეკრულება, ხობის პრობაციის ბიუროს, ქალაქ ხობში გახსნილ ახალ საზოგადოებრივ ცენტრში გადასვლის გამო.
საკრებულოს სხდომაზე მოქალაქე ლევან ჯობავამ ისაუბრა ქალაქ ხობში არსებულ ორ პრობლემაზე, რომელიც შეეხებოდა ქალაქის ტერიტორიაზე მაწანწალა ძაღლების პრობლემას და ასევე საჭიროებიდან გამომდინარე მოითხოვა ქალაქში ნაგვის ურნების რაოდენობის გაზრდა, რაზედაც საკრებულოს მხრიდან მიიღო დაპირება საკითხის შესაძლებლობის ფარგლებში გადაწყვეტის თაობაზე.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.