29 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით, (იჯარის ფორმით) აუქციონის წესით, გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, რომლის თანახმადაც თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გაიცემა იჯარით ფორმით, აუქციონის წესით, 15 წლის ვადით. სხდომაზე ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, რომლის საფუძველზეც აუქციონის წესით განხორციელდება პრივატიზება ქ. ხობში, ცოტნე დადიანის ქ. N185-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობის ფანჯრების დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი შავი ლითონის, მუნიციპალიტეტში ჩამოწერილი ტექნიკების დაშლის შედეგად მიღებული მეორადი ნარჩენის და 3 ცალი ცხაურის შედეგად მიღებული მეორადი შავი ლითონის ჯართის.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.