25 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომის დაწყებამდე საკრებულოს თავმჯომარემ ლევან ქავთარაძემ ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, მან საკრებულოს წევრებთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო უკრაინის თავისუფლებისთვის უთანასწორო და უსამართლო ბრძოლაში დაღუპულ გმირებს.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი, დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ რომლის მიხედვითაც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი იგივე დარჩა, რაც 2021 წელს იყო განსაზღვრული. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ქალაქ ხობის ტერიტორიაზე შეადგენს 12.38 ლარს, სოფლებში - 3.71 ლარს, დასახლებათა შორის არეალებში - 3.1 ლარს, დასახლებათა შორის არეალებში გამავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) - 6.19 ლარს.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.