29 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, საკრებულოს თავმჯომარემ ლევან ქავთარაძემ, საკრებულოს წევრებთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო უკრაინის თავისუფლებისთვის უთანასწორო და უსამართლო ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები, მათ შორის: დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც 2022 წლის შემოსულობები გაიზარდა 1786.6 ათასი ლარით და ბიუჯეტი განისაზღვრა - 18405,5 ათასი ლარით.
სხდომაზე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“, რომლის თანახმად მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა შემოსულობების ნაწილში 18403,6 ათასი ლარი, ხოლო საგასავლო ნაწილში 21497.5 ათასი ლარი, აქედან 8161.2 ათასი ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი გრანტია ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად.
2021 წლის ბიუჯეტის შესრულების შედეგებით შემოსულობების გეგმა შესრულებულია 105,1 %-ით (წლიური გეგმა 18403,6 ათასი ლარი - წლიური შესრულება 19336,8 ათასი ლარი).
განკარგულების პროექტით „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 2022 წელს დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,
დასახლების საერთო კრებაზე შერჩეული პროექტები დაამტკიცა მუნიციპალიტეტის საკრებულომ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.