29 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, საკრებულოს თავმჯომარემ ლევან ქავთარაძემ საკრებულოს წევრებთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები, მათ შორის: დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ რომლის მიხედვითაც 2022 წლის ბიუჯეტის შემოსულობები გაიზარდა 784.0 ათასი ლარით (სოფლის მხარდაჭერის პროგრამა) და შეადგინა - 19189.5 ათასი ლარი. 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული ნაშთიდან 386.5 ათასი ლარი (ადგილობრივი ბიუჯეტი) მიიმართა შემდეგ ღონისძიებათა დასაფინანსებლად: 373,3 ათასი ლარი გამოიყო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცისთვის.
82,3 ათასი ლარი - ხობის მუნიციპალიტეტში, ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე,
97,0 ათასი ლარი - ხობის ადმინისტრაციულ ერთეულში ც. დადიანის ქუჩა N212 ბ11 მდებარე 5 სართულიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვის სამუშაოებზე,
75,0 ათასი ლარი - ხობის ადმინისტრაციულ ერთეულში ზვიად გამსახურდიას ქუჩა N23-ში მდებარე 2 სართულიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვის სამუშაოებზე,
119,0 ათასი ლარი - ხობის მუნიციპალიტეტში, ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ღელე შხერულაზე ნაპირსამაგრ სამუშაოებზე.
განკარგულების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქ ხობში ცოტნე დადიანის ქუჩა N185-ში, მდებარე ადმინისტრაციული შენობის მე-3 სართულზე არსებული 43,8 კვ.მ ფართი, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა საზოგადოება „ხობელს“.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარის ფორმით) აუქციონის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, რომლის თანახმადაც პირველი მაისისა და ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონება აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გაიცემა მერიის მიერ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.