30 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ბიუჯეტში 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით არსებული ნაშთიდან აისახა 1100,0 ათასი ლარი რომელიც მიიმართება; 250,0 ათასი ლარი - ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში სასოფლო გზების ჩიხების რეაბილიტაციის სამუშაოების ასიგნებაზე, მათ შორის 7,5 ათასი ლარი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის, ხოლო 850,0 ათასი ლარი - ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის საქირიოს უბანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოებზე მათ შორის 5,0 ათასი ლარი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება-გადაანგარიშების ასიგნებაზე.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში განხორციელდა რანგის ცვლილება კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.