30 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის: დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2022 წლისადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე,“ რომლის თანახმადაც ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრა - 21321,0 ათასი ლარით და გადასახდელები განისაზღვრა -25223,4 ათასი ლარით.
საკრებულოს სხდომაზე ცნობის სახით იქნა მიღებული საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებში განხორციელებული ცვლილებები, რისი საფუძველიც გახდა კვოტირების წესში განხორციელებული ცვლილებები, რაც გამოწვეულია
საკრებულოს ფრაქცია „ხობი-საქართველოსთვის“ დაშლისა და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამი წევრის მიერ დატოვების გამო.
ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის ცვლილების გამო, საკრებულოს განათლების კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დ. გაბუნია განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
გაწეული ერთწლიანი მუშაობის შესახებ ანგარიში საკრებულოს წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ. საკრებულოს წევრების მხრიდან საკრებულოს 2022 წლის მუშაობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.