18 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
მათ შორის, განკარგულების პროექტი: „ბესიკი თამლიანის უფლებამოსილებისცნობად მიღების შესახებ“, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით წარდგენილ საკრებულოს წევრს ზურაბი შამათავას პირადი განცხადების საფუძველზე ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება, რაზედაც ეცნობა N66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიას, რომლის მხრიდანაც წარმოდგენილ იქნა გადაწყვეტილება პარტიული სიით საკრებულოს წევრობის რიგით მომდევნო მისი უფლებამონაცვლე კანდიდატის ბესიკი თამლიანის უფლებამოსილების ცნობის შესახებ.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა გაიზარდა 4910.3 ათასი ლარით, მათ შორის ნაშთი - 3334.7 ათასი ლარი, (გრანტები ცენტრალური სსიპ(ებ)-დან/ა(ა)იპ(ბ)-დან) - 1575.6 ათასი ლარი და ბიუჯეტის შემოსულობებმა შეადგინა - 19454.6 ათასი ლარი.
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განხორციელებული ცვლილებები აისახა დადგენილების პროექტებში „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა საკრებულოს 2023 წლის სამუშაო გეგმა საკრებულოს კომისიების წლიური გეგმისა და მერიის მიერ 2023 წელს მოსამზადებელი პროექტების გათვალისწინებით.
ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.