27 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
მათ შორის განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების (ს.კ 45.21.25.152) სარგებლობის უფლებით, უზუფრუქტის ფორმით, უსასყიდლოდგადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ რომლის თანახმადაც ახალდაფუძნებულ ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრს“ პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ ( უზუფრუქტის ფორმით ) არსებობის ვადით გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყოფილი კინოთეატრ „თითარჩელას“ შენობა ნაგებობა.
განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი ქონების სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საკრებულოს წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით არ იქნა მიღებული.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.