22 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
დადგენილების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანისთაობაზე“ პრიორიტეტებისა და გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განხორციელდა შემდეგი ცვლილებები, 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნებებიდან მოხდა 200,0 ათასი ლარის ასახვა.
რომელიც მიიმართება შემდეგ ღონისძიებათა დასაფინანსებლად:
პრიორიტეტის ,,ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია“ გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა“, ,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული აქტივების რეაბილიტაცია“ და ნაგავმზიდი მანქანის შეძენის ასიგნებაზე“. საბოლოოდ ადგილობრივი ბიუჯეტი განისაზღვრა 23743,0 ლარით.
სხდომაზე მომდევნო საკითხად განხილულ იქნა დადგენილების პროექტები „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ რომლის თანახმადაც სახელწოდება ეცვლება საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საფინანსო ზედამხედველობისა და ბუღალტერიის განყოფილებას შემდეგი ფორმულირებით: „სახაზინო მომსახურებისა და ბუღალტერიის განყოფილება“.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.