26 იანვარს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის:
დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებისშეტანის თაობაზე“,რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გადიდდა შემოსულობები და განისაზღვრა - 24193.0 ათასი ლარით. გადასახდელები განისაზღვრა 27950,4 ათასი ლარის ოდენობით.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ რომლის მიხედვითაც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი იგივე დარჩა, რაც 2023 წელს იყო განსაზღვრული. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ქალაქ ხობის ტერიტორიაზე შეადგენს 12.38 ლარს, სოფლებში - 3.71 ლარს, დასახლებათა შორის არეალებში - 3.1 ლარს, დასახლებათა შორის არეალებში გამავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) - 6.19 ლარს.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.