17 იანვარს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგითგათვალისწინებული საკითხები, მათ შორის: დადგენილების პროექტები: „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 თებერვლის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ცვლილება, წარმოდგენილ პროექტებში, კერძოდ საკრებულოს აპარატის უფროსის, როგორც პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სამართლებრივი სტატუსი გარდაიქმნა და მიეკუთვნა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა კატეგორიას. შესაბამისად, სამართლებრივი სტატუსის ცვლილებამ განსხვავებულ სამართლებრივ რეგულაციაში მოაქცია საჯარო დაწესებულებაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ამასთან მერის დებულებით განისაზღვრა დაწესებულებაში განსახორციელებელი რეორგანიზაციისა და შეფასებების.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ სადაც გაწერილია საკრებულოს 2025 წლის სამუშაო გეგმა საკრებულოს კომისიების წლიური გეგმისა და მერიის მიერ 2025 წელს მოსამზადებელი პროექტების გათვალისწინებით, რომელიც გათვლილია კვარტლების მიხედვით.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.