27 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომასესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ“, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების გარე იერსახის დამახინჯებისა და სააგიტაციო მასალის (პლაკატები, ლოზუნგები და სხვა) შეუფერებელ ადგილებში განთავსების აღკვეთის მიზნით, ქ. ხობის ტერიტორიაზე შექმნილ 2 საარჩევნო უბანში საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალის განსათავსებლად მოეწყო სპეციალური სტენდები., კერძოდ ა) N66.01 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე: ცოტნე დადიანის ქუჩაზე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე - კოსტავას ქუჩის გადაკვეთასთან; ჭყონდიდელის ქუჩის დასაწყისში - 9 აპრილის ხეივანთან და ჭყონდიდელისა და 26 მაისის ქუჩების გადაკვეთაზე;
ბ) N66.02 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე: ცოტნე დადიანის ქუჩაზე - რესტორან „ღიმილთან“ და ცოტნე დადიანის ქუჩაზე - გოგებაშვილის ქუჩის გადაკვეთასთან; ცოტნე დადიანის ქუჩაზე - კოლხეთის დასახლების შესახვევთან და ზვიად გამსახურდიას (ყოფილი სტალინის ქუჩა) ქუჩაზე - რუსთაველის ქუჩის გადაკვეთასთან.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.