23 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. საკრებულოს სხდომაზე გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე სამართლებრივი პროცედურების დაცვით მიღებულ იქნა განკარგულება „ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის თბილისის ქუჩისთვის ტარიელ გელანტიას სახელის მინიჭების თაობაზე“.
სხდომაზე განკარგულების პროექტით საკრებულოს მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელის მოსახლეობის მოთხოვნა, გიმოზგონჯილში არსებული N1 ქუჩისთვის ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელის მინიჭების თაობაზე.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ მიულოცა ახალარჩეულ მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოს წევრებს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება და წარმატებები უსურვა საქმიანობაში მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ. აქვე მადლობა გადაუხადა კოლეგებს, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებს, იურიდიული პირების ხელმძღვანელებს და საკრებულოს აპარატს თანამშრომლობისთვის, რის შემდეგაც მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.