28 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია უძღვებოდა. სხდომასესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები.
საკრებულოს სხდომაზე განიხილეს განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ჭითაუშქურისა და გვიმარონის ქუჩების სახელდების შესახებ“ რომლის თანახმადაც
ამ ეტაპზე განხორციელდა იმ ქუჩების სახელდება, რომლებზეც მიიღებულია თანხმობები, შესაბამის სამთავრობო კომისიიდან.
სხდომაზე განიხილეს განკარგულების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კულტურის სახლისთვის თენგიზ ქაჯაიას სახელის მინიჭების თაობაზე“, რომლის თანახმადაც მერიაში შესული საინიციატივო ჯგუფის განცხადების საფუძველზე, საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კულტურის სახლს ხობის რაიონის პირველი პრეფექტის, ამავე სოფელში დაბადებული თენგიზ ქაჯაიას სახელი მიენიჭა.
საკრებულოს სხდომაზე ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, რომლის თანახმადაც
პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ბულიწყუში მდებარე წყლის სისტემის მაგისტრალი მოვლა -შენახვისთვის, თხოვების ფორმით, არსებობის ვადით გადაეცა შპს ,,ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებას“.