30 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია. სხდომას მუნიციპალიტეტის მერთან დავით ბუკიასთან ერთად ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
სხდომაზე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი ხობის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, რომლის საფუძველზეც ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრა - 24719,9 ათასი ლარით; გადასახდელები - 24719,9 ათასი ლარით; სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი - 302,4 ათასი ლარით, მათ შორის: მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად - 302,4 ათასი ლარი, სარეზერვო ფონდი- 100,0 ათასი ლარი, ვალდებულებების ცვლილება, კლება 63,5 ათასი ლარი. 2026 წლის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი 2025 წლის საწყის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით იზრდება 1590,8 ათასი ლარით (6,9%-ით).
„ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2026 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“, „ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2026 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2026 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტები ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერებას, მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობასა და განვითარებას, ხობის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების წარმატებულ მოსწავლეთა და წარმატებულ სტუდენტთა ფინანსურ ხელშეწყობას და ხობის მუნიციპალიტეტში განათლების სფეროში მოღვაწე პირების მატერიალურ წახალისებას.
„ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის 2026 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტით პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 809100 ლარით.
დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ და მერმა საკრებულოს წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი.