26 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია უძღვებოდა, სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის:
„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 თებერვლის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტებით სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმებისა და მისი უფლებამოსილების საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის გადაცემისა, ხოლო 2026 წლის 2 მარტიდან სსიპ ანტიკორუფციული ბიუროსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაუქმებისა და მათი უფლებამოსილების სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გადაცემის თაობაზე, საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისი ცვლილება განხორციელდა საკრებულოს აპარატისა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურების დებულებებში.
დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ რომლის მიხედვითაც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი იგივე დარჩა, რაც 2025 წელს იყო განსაზღვრული. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ქალაქ ხობის ტერიტორიაზე შეადგენს 12.38 ლარს, სოფლებში - 3.71 ლარს, დასახლებათა შორის არეალებში - 3.1 ლარს, დასახლებათა შორის არეალებში გამავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) - 6.19 ლარს.
სხდომაზე ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი: „ფოთის საქალაქო სასამართლოში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნის შესახებ“ რომლის საფუძველზეც ფოთის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს შპს „ხეთას“ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა. აღნიშნულ საქმეზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირად დაინიშნა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ლელა შამათავა.