12 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია უძღვებოდა, სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტის შესახებ
რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსულობები განისაზღვრა- 30785,2 ათასი ლარით. გადასახდელები განისაზღვრა 46277,5 ათასი ლარის ოდენობით.