20 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსულობები განისაზღვრა-34079,4 ათასი ლარით. გადასახდელები განისაზღვრა 50121,2 ათასი ლარის ოდენობით.
„ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თანახმად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაუტვირთავი მიწის ნაკვეთები, 60 კვ.მ ფართობის, რომლებიც მდებარეობს ქ. ხობში, ცოტნე დადიანის ქუჩის მიმდებარედ, პარკის ტერიტორიაზე, იჯარა-აღნაგობის უფლებით, აუქციონის წესით, 5 (ხუთი) წლის ვადით გაიცემა.
სხდომაზე ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი: „სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის საჯარო სკოლისთვის კარლო ვარდიას სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე“. საკრებულოში წარმოდგენილ იქნა სოფელ ახალი ხიბულის საჯარო სკოლის დირექტორის წერილი ახალი ხიბულის მოსახლეობის ინიციატიცისა და სამეურვეო საბჭოს ოქმის თანდართვით, სკოლისთვის კარლო ვარდიას სახელის მინიჭების თაობაზე, რაც საკრებულოს მხრიდან მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული.