29 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა უძღვებოდა.
დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, სხდომაზე განხილულ იქნა საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის მიერ წარმოდგენილი დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის შესახებ.“
მეორე საკითხად განხილულ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა, სადაც საპრივატიზაციოდ გამგეობის მიერ წარმოდგენილ იქნა ორი ავტომანქანა რენო-მეგანი და ვაზ-2107.
ამავე სხდომაზე საკრებულოს გადაწყვეტილებით შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“ გადაეცა ორი ნაგავმზიდი მანქანა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.