19 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოხელეები. დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, სხდომაზე პირველ საკითხად განხილულ იქნა „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი, რომლის თანახმადაც ქალაქ ხობში ცოტნე დადიანის ქ. N189-ში მდებარე შენობის 3 კვმ იჯარის წესით, ნბანკომატის განსათავსებლად გადაეცა სს „ლიბერთი ბანკის“ ხობის ფილიალს. ფოთისა და ხობის ეპარქიის მოთხოვნის საფუძველზე შავღელის ტერიტორიაზე ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით გადაეცა ეპარქიას ეკლესიის ასაშენებლად. საკრებულოს გადაწყვეტილებით ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის თემში მცხოვრებ ლილუშა ბერაიას საცხოვრებელი სახლის ტერიტორია გამოცხადდა არაკეთილსაიმედო პუნქტად, ცოფით მსხვილფეხა პირუტყვის დასნებოვნების გამო და ადგილობრივი თვითმართველობის სამსახურებს დაევალათ შესაბამისი ღონისძიებების გატარება. სხდომაზე დეპუტატებმა შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“ საწესდებო კაპიტალში შეიტანეს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული წყლის შადრევნები, ე.წ. სოკო. ამავე სხდომაზე ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს სარგებლობის უფლებით გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართი მასზე მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.