2015 წლის 29 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა შორის განხილულ იქნა ,,ქალაქ ხობში ,,სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის“ დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი (მომხსენებელი ა. ვარდია გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი), საკრებულოს გადაწყვეტილებით ქ. ხობში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი განსაზღვრავს ქ. ხობის ტერიტორიაზე სასაფლაოების (შემდგომში-სასაფლაო) მოწყობისა და მართვის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო მომსახურების, სასაფლაოების დახურვასა და ახალი სასაფლაოების გახსნის ზოგად წესებს. მორიგი საკითხი, ,,ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეების მოვლისა სხლვა-ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტი( მომხსენებელი ა. ვარდია გამგეობის ეკონომიკური და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი) აღნიშნული პროექტი საკრებულოს მიერ ერთხმად იქნა დამტკიცებული. ასევე განხილულ იქნა პროექტი ,,ნუგზარ ნადარაიას სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე“. საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინადადება ქალაქ ხობში კულტურის სახლის წინამდებარე კულტურისა და დასვენების პარკისთვის, ხობის რაიონის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, სპორტულ და საგანმანათლებლო -აღმზრდელობით საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტის ნუგზარ ნადარაიას სახელის მინიჭების თაობაზე. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა