ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში ლურჯი მოცვის ბაღში მიმდინარე საგაზაფხულო სამუშაოებს დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდმარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი და სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ხობის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენელი დათო ღადუა გაეცნენ. არსებულ ტერიტორიაზე შპს „ხარებამ“ 11 ჰა მიწის ნაკვეთზე ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. აღნიშნული ფართობი ერთ-ერთი პირველი იყო ხობის მუნიციპალიტეტში რომელმაც ლურჯი მოცვი ბაზარზე გასაყიდად გასულ წელს გაიტანა.
სახელმწიფოს პროგრამის ,,დანერგე მომავლი" ფარგლებში, ხობში ამ ეტაპზე 50 ჰა მდე მიწის ნაკვეთზე გაშნებეულია ლურჯი მოცვი, როგორც დარგის სპეციალისტები აცხადებენ მოსახლეობის დაინტერესება კენკროვანი კულტურის მიმართ ძალიან მაღალია და როგორც ისინი ვარაუდობენ წლის ბოლომდე ხობში კენკროვანი კულტურა 150 ჰა მდე მიწის ნაკვეთზე გაშენდება.