22 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გოჩა სიჭინავამ და შუა ხორგის თემის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა შუა ხორგის თემში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები და დასრულებული მინი სპორტული მოედანი დაათვალიერეს, ასევე ადგილზე გაეცნენ შუა ხორგის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მილის შესახებ ინფორმაციას და დაესწრნენ მისი აღდგენის პროცესს.