ძვირფასო ახალგაზრდებო! ბოლო ზარი მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი მოვლენაა თქვენს ცხოვრებაში, ვინაიდან სევდანარევი სიხარულით ემშვიდობებით მშობლიურ სკოლას და გარემოს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თქვენს ინტელექტუალურ მომავალს.
დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, ყოველივე თქვენგანს გისურვებთ ეროვნული გამოცდების წარმატებით გადალახვას და დაგილოცავთ გზას ბედნიერი და ბრწყინვალე სტუდენტური ცხოვრებისაკენ... წინ კიდევ შეუცნობელი და საინტერესო სამყარო გელით.
თქვენს წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას იღებს ხელისუფლება, რათა შეგიქმნათ ყველა პირობა და კომფორტული გარემო, სამშობლოს წინაშე თქვენი უმთავრესი მოვალეობის, განათლების მიღებისა და ქვეყნის სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებისათვის.
თქვენს განვითარებაზე, ინტელექტსა და ინოვაციებზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ბედნიერი და წარმატებული მომავალი.
გამარჯვებებით და მიღწევებით გევლოთ მეცნიერების მწვერვალების დაძლევის რთულ, მაგრამ ღირსეულ გზაზე.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა