ძვირფასო ხობელებო! დიდი პატივისცემით და სიყვარულით გილოცავთ დამდეგ
შობა-ახალ წელს!
ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ტრადიცია, ახალი წლის შემობრძანებასთან დაკავშირებით, გამორჩეულია ბედნიერებისა და წარმატებების განსაკუთრებული მოლოდინებით.
დაე! ახდენოდეს ყოველ ჩვენს მოქალაქეს ოცნება და სურვილები. მშვიდობის, ბედნიერების, კეთილდღეობის, სიყვარულის და ერთიანობის მომტანი ყოფილიყოს მომავალი ახალი წელი, ხვავი და ბარაქა ოჯახებში, სიყვარული და ერთობა ერში, რამეთუ საერთო საქვეყნო წინსვლა დაკეთილდღეობა მიიღწევა მხოლოდ ერთობლივი სწრაფვითა და თანადგომით.
მინდა, თქვენს ოჯახებს ვუსურვო დღეგრძელობა, ტკბილი სიბერე ჩვენს მშობლებს, სიცოცხლის ხალისი ჩვენს შვილებს. განსაკუთრებთ მინდა წინსვლა და გაძლიერება ვუსურვო ეკონომიკურად შეჭირვებულ ოჯახებს და ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს...
კიდევ ერთხელ გისურვებთ საუკეთესო საახალწლო განწყობას, დაგვბედებოდეს კეთილდღეობით, ერთობით და სიყვარულით თანაცხოვრება მშვიდ და გაერთიანებულ საქართველოში.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე