12 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს ბიურომ და საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა.
კომისიის მიერ სამსახურის მუშაობა შეფასდა დადებითად.