ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის 30 მაისის საკრებულოს სხდომაზე მიიღო N11 დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის თანახმადაც საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის, დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და კოორდინაციის მიზნით შეიქმნა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ედიშერი ჯობავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - საბჭოს თავმჯდომარე;
დოდო გაბუნია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
ლელა შამათავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი - საბჭოს მდივანი;
მახარე ჩოკორაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე - საბჭოს წევრი;
გოჩა სიჭინავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - საბჭოს წევრი;
თამუნა სიჭინავა - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე, მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში - საბჭოს წევრი;
გვანცა კიკალეიშვილი - თორსის ქალთა საინიციატივო ჯგუფის კოორდინატორი - საბჭოს წევრი.