ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის ორგანიზებით გაიმართა საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიების გაფართოებული სხდომა, სადაც განხილულ იქნა საკრებულოს წევრის მალხაზ იოსავას განცხადება დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე. განცხადებაში დასმულ საკითხებზე მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებისა და საკრებულოს კომისიების მხრიდან განმცხადებელს მიეწოდაამომწურავი ინფორმაცია, რაც შეეხება დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნას კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ერთობლივად იქნა მიღებული გადაწყვეტილება მიზანშეუწონლობის თაობაზე.
სხდომას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის პირველი მოადგილესთან რევაზ ზაქარაისთან და საკრებულო-მერიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა.