ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მუნიციპალიტეტების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტების მომზადებაში მხარდაჭერის პროექტის დანერგვის მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, საკრებულოს თანამდებობის პირებთან, საკრებულოს წევრებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.
პროექტის კონსულტატმა კოკა კიღურაძემ დოკუმენტის მნიშვნელობაზე და პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში საკრებულოს წევრებისჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, პროექტის ფარგლებში შერჩეულ იქნება 30 მუნიციპალიტეტი, რომლებიც შეძლებენ ექსპერტების მხარდაჭერით შეიმუშაონ ან განაახლონ მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი.
დოკუმენტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) „დეცენტალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დინეზე საქართველოში (DGG)” პროექტთან თანამშრომლობით და საკონსულტაციო კომპანია პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) ჩართულობით ხორციელდება.